სადამრიგებლო


სსიპ  ქალაქ  თბილისის

#108  საჯარო  სკოლა

X კლასის სადამრიგებლო პროგრამა

 

პედაგოგი:  ნანა ქირია

 

                                                                   2021-2022 სასწ.წ.

 

სადამრიგებლო პროგრამა

 

                                                                                      2021-2022 სასწ.  წელი

დამრიგებლის მუშაობის მიზანია დაეხმარობს მოსწავლეებს ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში,დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.კლასის დამრიგებლად მუშაობის პერიოდში:

·        გადავამოწმებ და მოვაწესრიგებ მოსწავლეთა პირად საქმეებს,არსებული სიტუაცციდან გამომდინარე ონლაინ პლატფორმების გამოყენებით შევხვდები მოსწავლეებს დისტანციურად, გავაცნობ საიხლეებს და გავახსენებ ონლაინ პლატფორმა Teams-ში მუშაობის წესებს, მოსწავლეებს გავაცნობ და განვიხილავ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს. მოვიწვევ სადამრიგებლო კლასის კრებას დისტანციურად Messenger-ის გამოყენებით.

·        მოვიწვევ მშობელთა კრებას,ვაცნობებ,რომ ინფორმირებულები იქნებიან დისტანციური სწავლების სიახლეების,ელექტრონული ჟურნალის,   მოსწავლეების მიერ გკვეთილების გაცდენის შეადეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.

·        ვესაუბრები ინდივიდუალურად (დისტანციურად),რათა გავაცნო თუ როგორ მიმდინარეობს მიმდინარე სასწავლო 

წელს საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწყებული პროგრამის მიხედვით მშობელთა მიერ ბავშვის  ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მშობელთა მიერ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენა,ჯანსაღი ცხოვრების წესის ხეშეწყობა. შვილებთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოოგიური თავისებურებების გათვალისწინება,მშობლებს შვილის აკადემიურ მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს გავაცნობ ინდივიდუალურად,შეხვედრების დროს და არა სხვისი თანდასწრებით.

·        კლასის საათს ჩავატარებ კვირაში ერთხელ ცხრილის შესაბამისად (არსებული სიტუაციის გათვალისწინებით დავგეგმე შეხვედრა დისტანციურად), ცალკე შემუშავებული თემების შესაბამისად.

·        სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აღრიცხვას ყოველდღიურად შევამოწმებ და დასწრების შესახებ ინფორმაციას ავსახავ სკოლის სპეციალურ ჟურნალში.

·        მივაწვდი ინფორმაციას მშობლებს შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ,თვეში მინიმუმ ერთხელ.

·        გავუწევ მოსწავლეებს დახმარებას აკადემიური თუ სხვა პრობლემის მოგვარებაში.

·        დავაკვირდები მოსწვლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს,მივუთითებ რისი გათვალისწინება სჭირდებათ აკადემიური,ფიზიკური,ემოციური და სოციალური განვითარებისათვის,სამომავლოდ.

·        საკლასო გარემოსთან ერთად ვიზრუნებ სასურველი სულიერი გარემოს შექმნაზე.რაც ითვალისწინებს მრავალფეროვან ღონისძიებებს,ექსკურსიებს,ლაშქრობებს,შეხვედრებს და ა.შ.მაგალითად მოვაწყობ კლასის შეხვედრას ფსიქოლოგთან,რაც ხელს შეუწყობს მათ  და დაეხმარება პრობლემური საკითხების მოგვარებაში.

·        მოვაწყობ  ექსკურსიებს ქალაქში და ქალაქ რომელიც მათ თვალსაწიერსა და შემეცნებას უფრო გაამდიდრებს.ასევე კოლექტიური სვლით მოვინახულებთ ისტორიულ ძეგლებს,სამხატვრო გალერეას. მოვაწყობ ექსკურსიას (შესაძლებელია ვირტუალური ექსკურსიების ჩატარებაც) , ბავშვები გაეცნობიან თავიანთი სამშობლოს მნიშვნელოვან, უნიკალურ ადგილებს. ეს ხელს შეუწყობს მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრები წესის დამკვიდრებას.

·        მოსწავლეებს შევუქმნი სათანადო პირობებს შინაგანი ძალების აქტივიზაციისა და მათი ნიჭის,შესაძლებლობების გამოვლენისათვის.

კლასში აუცილებლად შევქმნი თანამშრომლობით გარემოს.

·        ვითანამშრომლებ საგნის პედაგოგებთან,პერიოდულად შევეკითხები მათ სადამრიგებლო კლასის აკადემიური მოსწრების,პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატების შესახებ.

·        თვეში ერთხელ მოსწავლეებს გავუკონტროლებ სასწავლო ნივთების ტარებას.

·        ვითანამშრომლებ სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან,მაგალითად:ბიბლოთეკებთან,მუზეუმებთან და სხვა.

·        მივიღებ სათანადო ზომებს მოსწავლეთა წახალისებისა ან დასჯისათვის,საჭიროების შემთხვევაში დირექციის წევრების ჩართვით.

·        სემესტრისა და წლის ბოლოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნებს დროულად და ზუსტად შევიტან საკლასო ჟურნალში/პირად საქმეებში.

·        სასწავლო წლის ბოლოს დავწერ თითოეული მოსწავლის დახასიათებას,რომელშიც აღვწერ მოსწვლის წარმატებებსა და წარუმატებლობას,გამოვკვეთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს,აღვნიშნავ თუ როგორ განუვითარდათ სოციალური უნარ-ჩვევები და ა.შ.

·        ჩამოთვლილი ამოცანების,ღონისძიებების და აქტივობების გარდა,ვეცდები ჩემს სადამრიგებლო პროგრამაში შევიტანო ინოვაციებიც,რათა არ ჩამოვრჩე მოვლენებს და რომ ჩემი კლასი იყოს წარმატებული და გამორჩეული სწავლით,დისციპლინით,ზნეობითა და პასუხისმგებლობით.

 

ს ა რ ჩ ე ვ ი

1.     კლასის დახასიათება

2.     2021-2022 წლის ძირითადი მიმართულებები

3.     საორგანიზაციო საკითხები

4.     სადამრიგებლო  საათის თემატიკა, მიმართულებები.

5.     წლის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობები

6.     მშობელთა კრებები

1.კლასის დახასიათება

 

2021-2022  სასწავლო წლს სსიპ ქ. თბილისის N 108 საჯარო სკოლის  მე-10 კლასში ირიცხება 23 მოსწავლე.  10   გოგონა და 13 ვაჟი.

ეროვნებით ქართველია 23. სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს 4 მოსწავლე. დევნილის სტატუსით სარგებლობს  4 მოსწავლე. მრავალშვილიანი ოჯახიდან არის 9 მოსწავლე.

კლასში არიან ფიზიკურად და გონებრივად კარგად   განვითარებული  ბავშვები.  ისინი  აქტიური, შრომისმოყვარე,  ბეჯითი, თავაზიანი, ზრდილი, ცნობისმოყვარე და თბილი ბავშვები არიან.კლასში სუფევს თბილი მეგობრული გარემო.   მოსწავლეთა უმრავლესობა ჩართულია სხვადასხვა კლასგარეშე წრეებში.

2.მიმართულებები

2021-2022 სასწ. წელს კლასი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

 

§  სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;

§  ონლაინ სწავლების ეფექტური ხერხების გამოყენება;

§  მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა;

§  სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის (სამართლიანობა, ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი) ჩამოყალიბება;

§  წიგნიერება და მედიაწიგნიერების დონის ამაღლება;

§  მშობელთა ჩართულობის გაუმჯობესება.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად სკოლა საქმიანობას წარმართავს 4 ძირითადი მიმართულებით:

·         მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;

·         სწავლებისა და აღზრდის ერთიანობა;

·         მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება;

·         სწავლისა და სწავლებისათვის უსაფრთხო და სანიმუშო პირობების შექმნა.

 

3.საორგანიზაციო საკითხები

#

განსახორციელებელი აქტივობები

მიზნები

დრო

1

საკითხები:

მოსწავლეთა სიის დაზუსტება;

სახელმძღვანელოების გაცემა;

პირადი საქმეების მოწესრიგება;

დ)ონლაინ პლატფორმაზე ყველა მოსწავლის ჩართვა ;

ე)  მოსწავლეებისათვის საკლასო ოთახის მოწყობა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;

ვ) ქცევის კოდექსის გაცნობა, კლასში ქცევის წესების შემუშვება;

ზ) თვალყურის დევნება აკადემიურ მოსწრებაზე , ქცევაზე. ზრუნვა თითოეული მოსწავლისტვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, დაკვირვება მოსწავლეთა ინტერესებზე.

 

სასწავლო პროცესისათვის მზადება.

სექტემბერი

2

მშობელთა (ონლაინ) კრებებზე განსახორციელებელი საკითხები:

სკოლის შინაგანაწესის გაცნობა;

მშობელთათვის ესგთი გათვალისწინებული საკითხების, არსებული სიახლეების გაცნობა.

მიმდინარე, შემაჯამებელი, სემესტრული შეფასებების გაცნობა.

მოსწავლეთა ონლაინ გაკვეთილებზე დროულად ჩართვის, დაგვიანების, გაცდენების, საკითხების განხილვა.

მშობელთა ჩართვა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში

 

 

მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

თვეში ერთხელ

3

მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში.

ა)კონკურსებში მონაწილეობა;

ბ)კედლის გაზეთების/ელ. პრეზენტაციების მომზადება.

მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება; შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარების ხელშეწყობა.

სასწავლო წლის განმავლობაში

4

სადამრიგებლო კლასის საათების ჩატარება.

მოსწავლეებში ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბება.

სასწავლო წლის განმავლობაში

 

4.კლასის საათი

სადამრიგებლო  საათის თემატიკა, მიმართულები.

v  პიროვნული და მორალური განვითარება;

v  გარემოს დაცვითი კულტურის განვითარება;

v  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

v  მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

v  უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;

v  თვალსაწიერის გაფართოება.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:

v  ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;

v  ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;

v  ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

v  დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება;

v  იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;

v  საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთაც;

v  კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;

v  იყოს კანონ მორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

 

კლასის  საათი

#

თემა

მიზანი

შედეგები

შესრულების დრო

პასუხისმგებელი

   1

ზაფხულის შთაბეჭდილებები. რა მოლოდინი გაქვთ ახალ სასწავლო წელს?

 

საუბარი მოსწავლეებთან სხვადასხვა საკითხებზე , მათი დამოკიდებულების გაცნობა.

გაიაზრონ სხვადასხვა საკითხები; გამოიყენონ ცხოვრებაში.

სექტემბერი

ნანა ქირია

2


,,სხვას  ვექცევით  ისე, როგორც  გვსურს  მოგვექცნენ“

 

მოქალაქეობრივი  ცნობიერების ამაღლება.თვალსაწიერის გაფართოვება.

გაიაზრონ სხვადასხვა საკითხები  და გამოიყენონ ცხოვრებაში.

ოქტომბერი

 

3


პიროვნება, ტოლერანტობა, ღირებულებები.

 

ინტელექტუალური და მორალური განვითარება,თვალსაწიერის გაფართოვება.

გაიაზრონ სხვადასხვა საკითხები. და გამოიყენონ ცხოვრებაში.

ნოემბერი

 

4

10 დეკემბერი ადამიანთა  უფლებების  საერთაშორისო  დღეა

მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება.თვალსაწიერის გაფართოვება.

ისაუბრონ დამოკიდებულებებზე, გამოიყენონ ცხოვრებაში.

დეკემბერი

 

5

როგორ  ზემოქმედებს  გარემო  ჩვენზე?

ინტელექტუალური და მორალური განვითარება,თვალსაწიერის გაფართოვება.

გაიაზრონ სხვადასხვა საკითხები; გამოიყენონ ცხოვრებაში.

იანვარი

 

6

ოკუპაციის კვირეული

მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ჰუმანურობის გაღივება.

გაიაზრონ სხვადასხვა საკითხები და გამოიყენონ ცხოვრებაში.

თებერვალი

 

7

გატაცება თუ დამოკიდებულება?

 

მოსწავლეთა ზნეობრივი განითარება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ჯანსაღი ცხოვრების და ჩვევების როლი ადამიანის ცხოვრებაში.

მარტი

 

8

9 აპრილის მოგონებები

უახლესი ისტორიის ანალიზი 9 აპრილის ტრაგედიის ფონზე

მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ჰუმანურობის გაღივება.

აპრილი

 

9

როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი?

საუბარი მოსწავლეებთან სხვადასხვა საკითხებზე , მათი დამოკიდებულების გაცნობა.

გაიაზრონ სხვადასხვა საკითხები; გამოიყენონ ცხოვრებაში.

მაისი

 

10

უნდა გვეშინოდეს თუ არა კრიტიკის?

მოსწავლეთა მორალური განვითარება,თვალსაწიერის გაფართოვება.

გაიაზრონ სხვადასხვა საკითხები; გამოიყენონ ცხოვრებაში.

ივნისი

 

 

5.წლის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობები

დამრიგებლის სამუშაო გეგმა

#

თემა

მიზანი

შესრულების დრო

პასუხისმგებელი

1

ჩემი მიზანი- ფილმის ჩვენება „ჩემი სამყარო“

მოსწავლეებმა წარმოადგინონ მათიხლო და 

შორეული მიზნები; მსჯელობა ფილმზე

 

სექტემბერი

ნანა ქირია

2

სვეტიცხოვლობა

ინფორმაციის მიღება, დამოუკიდებლად მოძიება

ოქტომბერი

 

3

ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

უსაფრთხო სკოლის პოპულარიზაცია.

ჯანსაღი ცხოვრების წესის აღქმა.

ნოემბერი

 

4

სასკოლო საახალლო ღონისძიებისთვის

 მომზადება და მონაწილეობა

 

გასართობ- შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობა.

დეკემბერი

 

5

როს შენი მიწა სხვას რჩება…”

დოკუმენტურ ფილმ– “სოხუმის დაცემა-ჩვენება

 

სამშობლოსათვის თავდადებულთა გახსენება, 21–  საუკუნის ცოტნე დადიანისჟიული შარტავას გმირობასა და თავდადებაზე საუბარი. დოკუმენტურ ფილმ– “სოხუმის დაცემაგაანალიზება-განხილვა.

იანვარი

 

6

ოკუპაციის კვირეული

მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ჰუმანურობის გაღვივება.

თებერვალი

 

7

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე- 21 მარტი-შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

მოსწავლეებში ჰუმანურობის გაღვივება, განსხვავებულობის მიღება.

მარტი

 

8

9 აპრილის მოგონებები

უახლესი ისტორიის ანალიზი 9 აპრილის ტრაგედიის ფონზე

აპრილი

 

9

26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

მოსწავლეებში პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება.

მაისი

 

10

ექსკურსია ქალაქგარეთ

ინტელექტუალური და მორალური განვითარება,თვალსაწიერის გაფართოვება.

ივნისი

 

 

6. მშობელთა   კრებები

#

მიზანი

დრო

1

ონლაინ პლატფორმა თიმსის საშუალებით სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშრებული საკითხების, ახალი რეგულაციების, ახალი სასკოლო სასწავლო გეგმის გაცნობა, ესგ-თი გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობა.

საგნის პედაგოგებთან შეხვედრა (ონლაინ სურვილის შემთხვევაში)

 

სექტემბერი

2

პირველი სემესტრის შედეგები- მოსწავლეთა მიღწევებისა და პრობლემების გაცნობა , მათი გადაჭრის გზების შეთვაზება, კლასის მიღწევების ზოგადი გაცნობა.

პირველი სემეტსრის ბოლოს

3

მოსწავლეთა მიმდინარე მიღწევებისა და  პრობლემების გაცნობა. მოასწავლეთა დაგვიანების , აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმირება.

მეორე სემესტრი, აპრილი

4

სასწავლო წლის შედეგების შეჯამება.

სასწავლო წლის ბოლოს

 

 

დანართი N1

კლასის დამრიგებლის მუშაობის მიზანი

დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრებამისი მუშაობა დაემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებასმათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეშიასევეხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასგანუვითარებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებასა და დაეხმარება მათ ოჯახისსაზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

 

კლასის დამრიგებლის მოვალეობები

დამრიგებელს ევალება:

·         მოსწავლისა და მის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის (შემდგომში მშობელი) მათი უფლებებისა და მოვალეობების (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.) გაცნობა;

·         სადამრიგებლო ე.წ. „კლასის საათის“, საჭიროებისამებრ ჩატარება;

·         მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვა პრობლემის გადაჭრაში;    

·         მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

·         მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; ასევე, მოსწავლის მშობლის დაინტერესების შემთხვევაში, მასთან შეხვედრა და მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

·         სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;

·         სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;

·         სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

·         იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ნიშნები საშუალოზე დაბალია,  მოსწავლისა და მშობლის გაფრთხილება  იმის შესახებ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე (ან მომდევნო სასწავლო წელს) აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის წარმატებით დაძლევა;

·         ინდივიდუალური შეხვედრების დროს მშობლებს მიაწოდოს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია (დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი);

·         მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის შემთხვევაში, გაიგოს გაცდენის მიზეზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცნობოსს სკოლის დირექციას და შეასრულოს სხვა ვალდებულებები;

·         პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია საგნის მასწავლებლებისაგან სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ.

·         სასწავლო წლის დასრულებისას აკეთებს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზს, რის საფუძველზეც ადგენს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, რომელშიც აღწერს:

ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს, როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებაში.

ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.

     

 

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:

1.  აღზრდის   მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი  განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

2.შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

3. მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას.  დამრიგებელს მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად, საშუალება მისცეს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (სასკოლო ოლიმპიადები, ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელ მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებ. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებაში;

4. თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ეფუძნება თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანია კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

5.მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის იჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.

6. მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -

დამრიგებელ მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიიღონ მონაწილეობა აქტივობების (ღონისძიებები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგავრებაში.  დამრიგებელი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ინტერესებს.

 

 

რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელების შესახებ

 

სადამრიგებლო  საათი  ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ და პიროვნულ განვითარებას,  აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.

 

დამრიგებლები, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს.

დამრიგებლის კლასთან მუშაობა წარიმართება შემდეგი ფორმით:

·         საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორინების, ღონისძიებების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა;

·         მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა.

 

სადამრიგებლო საათის ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო,  ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი და ა.შ;

2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება -  გარემოს  მნიშვნელობის გაცნობა, გარემოსა და ბუნების დაცვა და ა.შ;

3. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, ჯანსაღი საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე და ა.შ;

4. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი  სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები,  მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები და ა.შ;

5თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა და ა.შ;

6. მეწარმეობის უნარის განვითარება -  ასაკის შესაბამისი ბიზნეს უნარების განვითარება და ა.შ.

 

   

დამრიგებელი: ნანა ქირია

 

 

მოსწავლის სოციალური, ინტელექტუალური მოსწრების შეფასების ცხრილი

მოსწავლის სახელი და გვარი  . . . . . . . . . . . . . .

კლასი -----

 

1.პასუხისმგებლობა

სისტემატიურად ასრულებს დავალებებს

არ ავიწყდება სასწავლო ნივთები. არ აგვიანებს

იცავს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, აცნობიერებს თავისსა და სხვის უფლებებს

2. თანამშრომლობა

ზრდილობიანია და პატივს სცემს სხვებს, გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ

თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს

მეგობრული და კომუნიკაბელური

3. კრიტიკული აზროვნება

მონაწილეობს დისკუსიებში, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას

ბევრ კითხვას სვამს, მაძიებელია

აქვს საინტერესო იდეები

4. ცოდნის გამოყენება

ახარისხებს საჭიროების მიხედვით მოპოვებულ ინფორმაციას, ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხთან

ორგანიზებულია, იცავს დროის ლიმიტს, ატარებს ექსპერიმენტს, ახდენს შეფასებასა და ანალიზს

სვამს პრობლემას და განსაზღვრავს გადაჭრის გზებს

5. საპრეზენტაციო უნარები

ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს, ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან

იყენებს თვალსაჩინოებებს  და ტექნიკურ საშუალებებს

იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ფლობს ინფორმაციის მოპოვება-დამუშავების უნარებს

6. შემოქმედებითობა

აქვს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური იდეები

აანალიზებს მოვლენებს და ფაქტებს, ყოველთვის აქვს განსაკუთრებული ინტერპრეტაცია

შემოქმედია, შეუძლია სხვადასხვა ჟანრისა და სტილის შექმნა

7. ლოგიკური აზროვნება

შეუძლია მიღებული შდეგების განზოგადება, კავშირის დამყარება სხვა სტრუქტურებთან

ახერხებს პრობლემის გადაწყვეტის საინტერესო ალგორითმის ჩამოყალიბებას, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტურბის დასაბუთებას

ახერხებს სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ადგენს კავშირებს და მიმართებებს, აყალიბებს ანალოგიებს, ახდენს საკითხის არსის წარმოჩენას

 

 

 

თითოეული კომპონენტი ფასდება სამი ქულით:  3 - მკაფიოდ გამოხატული თვისება ან უნარი

                                                                            2 - ნაკლებად გამოხატული თვისება ან უნარი

                                                                            1 - სუსტად გამოხატული თვისება ან უნარი

ჯამური ქულა  ____

 

ანალიზი………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………....

რეკომენდაცია 

1)    ………………………………………………………………………

2)    ………………………………………………………………………

3)     ……………………………………………………………………….

 

დამრიგებელი ……………………………………………….

დირექტორის მოადგილე ……………………………………………………

მშობელი ………………………………………………………………

 

მოსწავლის სოციალური, ინტელექტუალური მოსწრების შეფასებას დამრიგებელი მშობელს ატყობინებს და აქტიურად რთავს შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში



მე-6 ბ კლასის დამრიგებლის გეგმა

Комментариев нет:

Отправить комментарий