სასკოლო პროექტები


 სასკოლო პროექტი:"კულტურული მემკვიდრეობა"

2022-2023 სასწავლო წელს N 108 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის "კულტურული მემკვიდრეობა" ფარგლებში მე-11  ბ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები და ვიდეორგოლები საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული ძეგლების შესახებ ქვესათაურით "წარსულის ნაკვალევზე".




მოსწავლეების მიერ შექმნილი ფლაერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე საქართველოში- ესტუმრეთ გელათს! Visit Gelati!.




  პროექტის ფარგლებში სადამრიგებლო მე-11 ბ კლასი იყო ხელოვნების მუზეუმში და გაეცნო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა არამატერიალურ ნიმუშებს, დაათვალიერეს ტრადიციული ქართული სამოსი, მხატვრული ნამუშევრები, მოისმინეს საინტერესო ისტორიები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება და თავადაც გაუზიარეს ერთმანეთს წინასწარ მოძიებული ინფორმაცია. 

Комментариев нет:

Отправить комментарий